ჩვენს შესახებ
DM INFRA-ს სიმყარე ჩვენი გუნდის 22-წლიან პროფესიულ პრაქტიკასა და სამშენებლო სტანდარტებს ეფუძნება. სხვადასხვა მასშტაბურ პროექტზე დაგროვილი მრავალწლიანი ცოდნა გვაძლევს საშუალებას, დღეს ბაზარს მშენებლობის სრულიად ახალი, სისტემური სამშენებლო სტანდარტი შევთავაზოთ. ვაშენებთ ერთი ფანჯრის პრინციპით, რაც მოიცავს მშენებლობის ყველა ეტაპს: დაწყებული საპროექტო ფაზიდან ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლამდე.
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების სრულ ციკლს
DM INFRA-ს პრიორიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების ინტეგრირებაა, რაც ნებისმიერ ნაგებობას მდგრადობასა და მაღალ საექსპლუატაციო მაჩვენებლებს სძენს.
ჩვენი გამოცდილება მოიცავს მშენებლობის ყველა საკვანძო მიმართულებას:
- ინდუსტრიული და სამრეწველო ობიექტები: საწყობებისა და ქარხნების მშენებლობა ლითონკონსტრუქციებისა და ინდუსტრიული ბეტონის საფარის გამოყენებით.
- საცხოვრებელი კომპლექსები და კერძო სახლები: ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, ენერგოეფექტური და ეკოლოგიური საცხოვრებელი გარემო.
- სასტუმროები და საზოგადოებრივი შენობები: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ტექნოლოგიურად გამართული და უსაფრთხო სივრცეების შექმნა.
ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია თითოეულ კვადრატულ მეტრზე, რათა შექმნას უსაფრთხო და მყარი ინფრასტრუქტურა თქვენი ცხოვრებისა თუ ბიზნესისთვის.
წლიანი გუნდის გამოცდილება
კმაყოფილება
პროექტი
აგებულია ნდობასა და ხარისზე
მაღალი ხარისხი
გამოცდილი სპეციალისტები
გამჭვირვალე ფასები
დროული ჩაბარება
დავით ხუნწარია
დავით ხუნწარია სამშენებლო-საინჟინრო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალია. მისი პროფესიული გზა მოიცავს განვითარების ყველა ეტაპს – ტექნიკური ასისტენტის პოზიციიდან ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსისა და სამშენებლო მიმართულებით ტექნიკური დირექტორის პოზიციამდე. დავითის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა ისეთი მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების პროექტების მშენებლობა და რემონტი, როგორიცაა TEGETA-ს და TOYOTA-ს სერვისცენტრები თბილისში, ბათუმსა და სხვა რეგიონებში, PORSCHE, Bentley, Lamborghini და VOLVO-ს ცენტრები თბილისში.
„ჩემი მიზანია, საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობისას, დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება DM Infra-ს თითოეულ პროექტში გამოვიყენო. ჩვენი მუშაობის მთავარი ღერძი, ერთი ფანჯრის პრინციპია, რაც დამკვეთისთვის სრულ კომფორტს და პასუხისმგებლობის ერთიან სტანდარტს ნიშნავს.
ჩვენ ვქმნით მყარ ინფრასტრუქტურას და ენერგოეფექტურ საინჟინრო სისტემებს, სადაც ხარისხის მკაცრი კონტროლი და ტექნოლოგიური ინოვაციები, პროექტის განუყოფელი ნაწილია. ჩვენთან მშენებლობა არის გამჭვირვალე და სისტემური პროცესი – იდეიდან ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე.“